თბილისის მერიის მიერ მოწვეული გერმანელი ინჟინერ გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ. თბილისის მერიის ინფორმაციით,ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კვლევა პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24 საათიანი მონიტორინგი. სავარაუდოდ, კვლევის პირველადი შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. ცნობისთვის, მოქალაქეები ითხოვენ ვაშლიჯვარში არ გაიცეს არცერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი. მოთხოვნათა შორის არის დამოუკიდებელი და კვალიფიციური ექსპერტთა ჯგუფის შექმნაც.