ბათუმის განთავისუფლების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ მუზეუმში 90-იან წლებში საძმო საფლავის ძიების სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა ნახონ.
საკითხზე სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა ლექცია ჩაატარა.