ბილეთის მქონე გულშემატკივრებს გადაადგილება ღამის 12 საათამდე შეეძლებათ

18 მარტი 2021, 18:57 2094 ნახვა

დინამო არენაზე, საქართველოსა და ესპანეთს შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე გულშემატკივრებს დასწრება შეეძლებათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით მუჯირის განცხადებით, ბილეთების შეძენა ელექტრონულად, პირადი ნომრის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

"უეფა-ს რეგულაციით სტადიონის ტრიბუნების 30 პროცენტის შევსებაა შესაძლებელი და ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. „დინამო არენაზე“ მაყურებლების 30% გულისხმობს 15 500 გულშემატკივარს. საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 20 საათზე დაიწყება. თუმცა ბილეთები გაიყიდება პირადობით და ბილეთების მფლობელებს 12 საათამდე ექნებათ გადაადგილების უფლება”. - განაცხადა დავით მუჯირმა.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 28 მარტს თბილისში "დინამო" არენაზე 20 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში