თუ შეთანხმება არ შედგება ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ხურავენ კარს ევროპისაკენ - ოპოზიცია 

17 მარტი 2021, 16:00 591 ნახვა

ნებისმიერი სცენარის განვითარებას ველოდები დღეს - ეს კომენტარი "გირჩის" ლიდერმა ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთა.

"ის რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს ერთ მაგიდასთან დავესვით ოპოზიცია და ,,ქართული ოცნება'' შეიძლება ვარაუდის დონეზე ითქვას, რომ ეს გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება და შეიძლება იყოს ოპტიმიზმის საფუძველი. ღარიბაშვილის და კობახიძის საჯარო განცხადებები არაფერს ნიშნავს, მნიშვნელოვანია რაც ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ შემხვედრი ნაბიჯი თუ არ იქნება ,,, ქართული ოცნების'' მხრიდან ეს იმას ნიშნავს, რომ ,,ოცნება'' წავიდა ევროპის წინააღმდეგ და იმას, რომ შეთანხმება არ შედგება.

"ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, თუ ნიკა მელია, რომელიც უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, გიორგი რურუა არ იქნებიან გათავისუფლებული და ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნება, რომელიც არის კრიზისის გადაჭრის გზა, მაშინ შეთანხმება არ შედგება და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ხურავენ კარს ევროპისაკენ" - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

''სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერი კი აცხადებს, რომ დოკუმენტში უნდა იყოს ხუთივე პუნქტი, რაზეც ოპოზიცია საუბრობს. 

'' საუბრები, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საკითხი ამოვარდება დოკუმენტიდან, ან პატიმრების გათავისუფლება ამოვიღოთ და სხვა საკითხებზე მოხდეს შეთანხმება - ამის 1% შანსსაც კი არ ვუშვებ. იმიტომ რომ საკითხი ასე არ დგას. ეს არის არასწორი წარმოდგენები ამ მოლაპარაკებებზე'' - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში