ბათუმში ღამით გაწვიმდება, ხვალ კი ისევ თბილი ამინდია მოსალოდნელი
16 მარტი 2021,
13:16
1443 ნახვა
დღეს ბათუმში +23 გრადუსი და უნალექო ამინდია. ღამით მოსალოდნელია ამინდის ხანმოკლე პერიოდით გაუარესება, გაძლიერდება ცვალებადი მიმართულების ქარი და გაწვიმდება.
ხვალ, 17 მარტს დღისით ისევ გამოიდარებს და თბილი ამინდია მოსალოდნელი.