კეთილმოწყობის სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩაზე. თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე არხი, ბორდიურები და ტროტუარი. მერიის ინფორმაციით, მიმდებარედ იგეგმება ახალი სკვერის მშენებლობა. უწყებაში ამბობენ, რომ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 60 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.