„ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია“ - ნათია თურნავა ნამახვაჰესის აქციაზე

16 მარტი 2021, 11:48 1120 ნახვა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ეკონომიკის მინისტრმა  ბრიუსელიდან უპასუხა. ნათია თურნავას შეფასებით, ქუთაისში გამართული საპროტესტო აქცია რადიკალიზმსა  და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა,  რასაც მისი თქმით, კავშირი არ აქვს ეკოლოგიასა და პროექტთან.  მინისტრის განცხადებით, მათთვის მიუღებელია ასევე ულტიმატუმის ენა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს კი ნათია თურნავა ახსენებს, რომ მინისტრების დანიშვნა-გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქციის მონაწილის მოთხოვნა. ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები უკვე ოთხ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პროექტის მოწინააღმდეგეები ჰესის მშენებლობის შეჩერებასთან ერთად ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან  გეგმავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი