შეხვედრები გრძელდება ბრიუსელშიც. ვიზიტის მეორე დღის მთავარი მოვლენა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაა, რის შემდეგაც პრესკონფერენციაა დაგეგმილი. შეხვედრის მონაწილეები რეგიონში არსებული რეალობიდან გამომდინარე შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე იმსჯელებენ. ხვალ შეხვედრები ევროპარლამენტსა და ნატოში ინაცვლებს. ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ ორჯერ შეხვდა შარლ მიშელს. აუდიენცია შედგა ბელგიელ პრემიერთანაც.