ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
პორტუგალიაში მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ათი ცვლილებაა, მათგან ერთი კი ტრავმითაა გამოწვეულ ბორჯღალოსნები ესპანელ „ლომებს“ ურთიერთშეხვედრების ისტორიაში 22-ედ ეთამაშებიან და მე-18 გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, მადრიდში თბილისის დროით 15:45 წუთზე დაიწყება.