300-მდე ოჯახი ქედის მერიას დაზიანებული სახურავების ახლით შეცვლას თხოვს. მათი განცხადებები მერიაში უკვე დევს, თუმცა წელს ამ მიმართულებით 100 ათასი ლარია გამოყოფილი და თუნუქის ფურცლები მხოლოდ 70 ოჯახს გადაეცემა.
ამ პროგრამით, რომელიც სიძველით დაზიანებული სახურავების ახლით შეცვლას გულისხმობს, მერია პირველ რიგში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს აკმაყოფილებს.
პრიორიტეტულია ასევე მრავალწევრიანი ოჯახები და ისინი, სადაც შშმ პირები ცხოვრობენ. პროგრამაში მოხვდება ის ოჯახიც, რომელსაც 100 000 ქულაზე ნაკლები აქვს.
განცხადებებს კომისია სწავლობს. გასულ წელს ანალოგიური დახმარება 30 ოჯახს გაეწია.