ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

12 მარტი 2021, 22:27 1179 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში 23 წლის ამერიკელი ტეილორ ფრიტცი ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:1 დაამარცხა.

პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა და 53 წუთს გაგრძელდა. საბოლოოდ პირველი სეტი ნიკამ 7:6 მოიგო. მეორე სეტში ბასილაშვილმა მსოფლიო 33-ე ამერიკელი ჩოგანი მარტივად 6-1 დაამარცხა.

ყატარული ტურნირის ფინალში 29 წლის ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-13 ჩოგანი ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება.

ფინალი 13 მარტს 17:00 საათზეა ჩანიშნული. მსოფლიო რეიტინგში ნიკოლოზი 42-ე ადგილზე იმყოფება, მიმდინარე რეიტინგში კი ქართველი 37-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი