,, 2011 წელს გამოქვეყნებული ნინო ბურჯანაძის და მისი შვილის ფარული აუდიოჩანაწერი, თითქოს მათ ხალხის მსხვერპლი უნდოდათ, ავთენტური იყო” -ეს განცხადება გიორგი ბარამიძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში “თავისუფალი სივრცე”-ში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ დააკავეს ნინო ბურჯანაძე, – ბარამიძემ უპასუხა, რომ მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური იყო. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თქმით, მაშინდელ ხელისუფლების პოლიტიკა იყო, რომ არცერთი პარტიის თავმჯდომარე და პოლიტიკური ლიდერი არ უნდა დაეკავებინათ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერი შს სამინისტრომ ათის წლის წინ მაისის აქციების დროს გამოაქვეყნა, რაზეც მაშინ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ფაბრიკაცია იყო.