დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ლისაბონში პორტუგალიის ნაკრებს, 19:00 საათზე დაუპირისპირდება. მიმდინარე და მომავალი წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის, ორწლიანი ციკლის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გაიმართა მატჩის წინა ვარჯიში.