ტენდერი მუნიციპალიტეტებში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის

05 მარტი 2021, 12:26 979 ნახვა

აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას ევალება ხუთ მუნიციპალიტეტში  წყალმომარაგების მილსადენების რეკონსტრუქცია ყველა სახლის დაერთებებისა და წყალმრიცხეველების ჩათვლით. 15 რეზერვუარის, 10 სათავე ნაგებობის, 5 წყლის გამწმენდი ნაგებობის, 3 სატუმბი სადგურის აშენება და რეაბილიტაცია.სოფლებსა და დაბებში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გერმანიის ფინანსური თანაშრომლობით  KfW-ს  პროექტის ფარგლებში იგეგმება.  დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობა 21 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ. სოფლებსა და დაბებში   წყლის სისტემის  რეაბილიტაციის  სამუშაოები 2021 წლის აგვისტოში უნდა დაიწყოს და 2024 წლის აგვისტოში უნდა დაასრულოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი