მთავრობა ახალი ევრობონდის გამოშვებას გეგმავს

04 მარტი 2021, 11:42 1081 ნახვა

ახალი ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, საინვესტიციო ბანკების შერჩევის პროცედურების ინიცირების საკითხის განხილვა მოხდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ცხადია, ლარის ეფექტიანი მართვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს წინა მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა საქართველოს ათწლიანი დაფარვის ვადის ევროობლიგაცია 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა იყო 2021 წლის აპრილი. სწორედ მთავრობის ვალის ეფექტიანი მართვის მიზნებიდან გამომდინარე, რაც მთავრობის ვალის პორტფელში რეფინანსირების რისკების შემცირებას გულისხმობს, არსებული ევრობონდის ძირითადი თანხის დაფარვისთვის საჭირო არის ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესისთვის მზადებას ვიწყებთ. შესაბამისი დავალება ფინანსთა სამინისტროს უკვე გაცემული აქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი