შესაძლოა გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ხუთ ბრალდებულს დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანოს. მოსამართლის ვერდიქტამდე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ორივე მხარეს რეპლიკების წარმოთქმის უფლება აქვს. ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება. განსხვავებულია ბრალდების მხარის მოლოდინი. გუშინდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულთა უფლებადამცველებმა. სასამართლო 3 საათზე მეტია მიმდინარეობს.