ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერის და ოპოზიციის შეხვედრა

02 მარტი 2021, 12:18 1107 ნახვა

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შარლ  მიშელს მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები ჰქონდა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან. რის ბოლოს კი  ოპოზიცია და პოზიცია ერთ მაგიდასთან ისევ ვიხილეთ.  შეიძლება ითქვას, ეს იყო მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი. იყო მოლოდინი, რომ მხარეები შეთანხმდებოდნენ, თუმცა ამ ეტაპზე  შედგა მხოლოდ 6 პუნქტიანი გეგმა, რომელთა შორის საყურადღებოდ, ისევ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები რჩება: ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ, როგორც თავად ამბობენ, პოლიტპატიმრები. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას თავად საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ  გაკეთდა განცხადებები. ოპონენტები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ტონი შერბილებულია, ამბობენ, რომ წითელი ხაზი გარღვეულია, რადგან ხელისუფლება უკვე მზადაა ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებზე იმსჯელონ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში