ქედაში საბავშვო ბაღი აღდგება

01 მარტი 2021, 20:05 440 ნახვა

ქედის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას კოსმეტიკური სამუშაოები 265 ათასი ლარად უნდა ჩაუტარდეს და უნდა დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა.

სამუშაოები მაისში დაიწყება და სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს, სურვილის შემთხვევაში, მშობელს უფლება ექნება აღსაზრდელი დროებით სხვა ახლომდებარე ბაღში, მათ შორის დაბა ქედაში არსებულ მეორე ბაღში გადაიყვანოს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში