ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილები რუსეთს - შარლს მიშელი აცხადებს, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ბორდერიზაცია და უკანონო დაკავება, ევროკავშირი კი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
იგი თავად ჩავიდა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან და როგორც ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის ეთქვა - რომ არ არიან მარტო. შარლ მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია გაძლიერდეს კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის.