ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები დღეიდან გაიხსნა. საქართველოს მასშტაბით კი რესტორნების შიდა სივრცეები 8 მარტიდან გაიხსნება.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისივე განმარტებით, რესტორნებს მოუწევთ რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა.
“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული.
კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.