სოფელ გუნდაურში მეწყრის განვითარების საფრთხე კვლავ არსებობს

27 თებერვალი 2021, 12:20 968 ნახვა

ქედაში, სოფელ გუნდაურში ჩამოწოლილი მეწყერი გაწმენდილია, თუმცა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივებს წვიმიან ამინდში გადაადგილებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. სპეციალისტების თქმით,   უამინდობის დროს მეწყრის განვითარების საფრთხე კვლავ არსებობს.

პერიოდულად გზაზე ცვივა ქვები და მცირე მიწის მასები. სოფელ გუნდაურთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი 1 თებერვალს განვითარდა, რის გამოც ორი კვირის განმავლობაში ადგილობრივები შემოვლითი გზით სარგებლობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი