ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმაში დადანაშაულებულ პირებს ჯგუფური ძალადობის ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. რის შემდეგაც სასმართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. ორი დღის წინ, გვიან ღამით, წყნეთის ქუჩაზე ჟურნალისტს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. სანაია მომხდარს თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. პოლიციამ სამივე თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.