გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით კლინიკებში მკურნალობს 165 პაციენტი, მძიმეა 33-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი.
აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 54 პირი, საკარანტინე სივრცეებშია 86, თვითიზოლაციაში იმყოფება 443.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.