აქციებს არ შევუერთდები, თუმცა, ვფიქრობ, სირცხვილია, რომ ამდენი ხანი არ დაიწყო მოლაპარაკებები-ალეკო ელისაშვილი

25 თებერვალი 2021, 10:34 1634 ნახვა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებს არ შეუერთდება, თუმც ფიქრობს, რომ სირცხვილია, როცა მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.

"ამ აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ სირცხვილია, რომ არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები ამდენი ხანი. ყველა მეგობარი გვეუბნება რომ დასხედით, დაილაპარაკეთ. წარმოიდგინეთ, როგორი სევდიანი ამბავია, დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის ასი წლისთავი და საბჭოთა ოკუპაციის ას წლისთავის ფონზე, ქართველი პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან დასხდომას და დალაპარკებას. ორივე მხარე დეკლარირებულად ამბობს, რომ მზად არიან და ვერა და ვერ დაიწყეს. დღეს ყველა ქართველ პოლიტიკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების. დღეს არის ასი წლისთავი და სიმბოლურიც იქნებოდა და სწორიც მოლაპარაკებები, რადგან მტერი არ წასულა, თუ ვინმეს ეს ვითარება უხარია ოკუპაციის ასი წლისთავზე, უხარია რუსეთს. მათ ჯინაზე და საქართველოს მტრების ჯიბრზეც ავდგებოდი და ორივე მხრიდან გადავდგამვი ნაბიჯს. ნიკა მელია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული და უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ ციხეში არ იჯდეს არავინ პოლიტიკური ნიშნით,"- განაცხადა ელისაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი