საერთაშორისო გამოხმაურებები და პოლიტიკური შეფასებები

24 თებერვალი 2021, 15:14 768 ნახვა

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით , ქვეყნის პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ გზავნილებს,  მმართველი გუნდი გამოეხმაურა. ,, ქართული ოცნებაში’’  ამბობენ, რომ  ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია  თანამშრომლობისკენ არის განწყობილი, ზოგად დასავლელი პარტნიორების გზავნილები კი მოზომილია. რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავებას, ამბობენ, რომ  ოპოზიონერი ლიდერის დაკავება ყველა ქვეყნისთვის იქნებოდა შემაშფოთებელი. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ  ნიკა მელიას  დაკავების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოწმობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაუაზრებელი ქმედებებით ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი