საერთაშორისო მედია საქართველოზე

23 თებერვალი 2021, 20:05 919 ნახვა

ნიკა მელია პარტიის შტაბბინაში დააკავეს - წერს ბი-ბი-სი. მისი მხარდამჭერები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა, ოპოზიციური პარტიის ლიდერი კი სპეცრაზმმა შენობიდან საბოლოოდ ძალით გამოიყვანა. ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ალ-ჯაზირაც.

,,პოლიცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ოფისში შეიჭრა და  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  გადადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ მაინც დააკავა იგი. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერი გახარია არ დაეთანხმა ცნობილი პოლიტიკოსის დაპატიმრების შესახებ  სასამართლოს გადაწყვეტილებას.“ ალ-ჯაზირა ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიციასაც აქვეყნებს.

საერთაშორისო მედიის გამოხმაურებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი