არ დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში - აქცია ბათუმში ნიკა მელიას მხარდასაჭერად

23 თებერვალი 2021, 16:38 1219 ნახვა

,,არ დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში'',  ,,არა ოკუპაციას'' - მსგავსი შინაარსის წარწერები, წითელი საღებავებით, დაწერეს აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლი წინ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.  

მობილიზებულია პოლიცია, ისინი აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

 

​''ძირს ოკუპაცია'', ''ძირს ოკუპანტები'' - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. 

ბათუმში, ე.წ. თავისუფლების კვარტალში მოქალაქეები ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი