“ქართული ოცნების” წევრები ამაყობენ დღეს ჩატარებული სპეცოპერაციით. განმარტავენ, რომ ძალის გადამეტების გარეშე დააკავეს ნიკა მელია და მოვლენების ესკალაციაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობას ნიკა მელიას თანაგუნდელებს აკისრებენ. საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ კი აქცენტს კანონის აღსრულებაზე აკეთებენ.