ნიკა მელია დააკავეს 

23 თებერვალი 2021, 08:56 1992 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერი ნიკა მელია პოლიციამ დააკავა. ის ამ წუთებში სპეციალური ავტომობილით ტერიტორიიდან გაყავთ. 

სპეცდანიშნულების რაზმი რამდენიმე წუთის წინ იმ ოთახში შევიდა, სადაც ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. ოთახში შეკრებილებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში