პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა 

22 თებერვალი 2021, 21:48 974 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა. 2 კი წინააღმდეგი იყო. 

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე; 
  • იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი-ეკატერინე ტიკარაძე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.

ნდობის მისაღებად მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში