პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა. ახლა პროცედურის მიხედვით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს.
თითოეული მოქალაქე ცხოვრობს საინფორმაციო პროპაგანდისტულ ომში, თუმცა ყველა სიცრუეს შესაბამისი პასუხი გაეცემა - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს. მისი თქმით, ბოლო 30 წელში იყო უგუნური პოლიტიკის შედეგები, შეცდომები, მათ შორის ''ქართულ ოცნების'' მმართველობის დროსაც და ფასადური რეფორმები, რომლებიც ორიენტირებული არ იყო მოსახლეობაზე.
ვინ არის დესტრუქციული ოპოზიცია, რა გეგმებით მოდის ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებაში მეორედ და რა იქნება მისი მთავრობის პირველი ამოცანა.