ევროკავშირმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტები შეაჯამა. ევროკავშირის მიერ აჭარაში მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ორი პროექტის „ქედა ლიდერი“ და „ENPARD ხულო“ დახურვის ცერემონია სოფელ ვანჯანისში ჰიბრიდული სისტემით, ნახევრად ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ 4 წლის განმავლობაში ევროკავშირმა ქედაში 97 პროექტი დააფინანსა, რისთვისაც სამი მილიონი ლარი დახარჯა. პროექტების განხორციელება შესაბამის სწავლებასაც ითვალისიწნებდა.
წელს ასევე ხორციელდება პროექტი ქედის სკოლებში, რომელიც ენერგეტიკული და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვა-გაუმჯობესების ხელშეწყობას გულისხმობს.