ახალი ინიციატივები და პროგრამები მომდევნო 100 დღის განმავლობაში - ასეთია პრემიერ-მინისტრობის სამთავრობო პროგრამის გეგმის ნაწილი. ირაკლი ღარიბაშვილმა 35 წუთი მოანდომა სიტყვით გამოსვლას და ყურადღება გაამახვილა როგორც ქვეყნის ეკონომიკური მიმართულებით განვითარებაზე, ისე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც.
თქვა, რომ ქართული ოცნება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის. მიაჩნია, რომ ახლა მთავარი ხალხის ინტერესების გარშემო გაერთიანებაა. ისაუბრა ჯარზე, პოლიციაზე, ეკლესიასა და პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზეც, რომელთა დიდი ნაწილი ღარიბაშვილის თქმით, ამ კვირაში მოიხსნება.