საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში მარტში შემოვა.
''როგორც მინისტრისგან მოვისმინე, პირველი ვაქცინა შემოვა მარტში. წლის ბოლოს ჩვენი მოსახლეობის 60% აიცრება. რა თქმა უნდა ეს ნებაყოფლობითი არის. ყველას ვისაც ექნება სურვილი ვუზრუნველყობთ მათ ვაქცინაციას'' - განაცხადა კანდიდატმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე ასევე ისაუბრა შეზღუდვების შემსუბუქებაზე.