საქართველოს პარლამენტი, დღეს, მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის. სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან.
სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე.
ძველ პოზიციებს ინარჩუნებენ სხვა მინისტრები.
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკა ტიკარაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი;
ფინანსთა მინისტრი - ვანო მაჭავარიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა.
ნდობის მისაღებად მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.