ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში მივიდა და ქართული ოცნების ლიდერებს შეხვდა. მანამდე კი შეხვედრა გამართა ენმ - წარმომადგენლებთან. მან მხარეებს მათი ქვეყნის სახელით მედიატორის როლის შესრულება შესთავაზა.
ჟიგიმანტას პავილიონისმა თქვა, რომ „თუ რეპრესიები და კონფლიქტი გაგრძელდება, მაშინ საქართველოს შანსები განადგურდება. ევროკავშირსა და ნატო-ს მხოლოდ საუკეთესოები შეუერთდებიან.“ის მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მმართველმა გუნდმა უკან დაიხიოს. ასევე თქვა, რომ პარტიის შენობას ისე დატოვებს, რომ მას ვერ დააკავებენ.