"ვიქნებით მტკიცე, თუ უნდათ სპეცრაზმით მოვიდნენ, მაინც არაფერი შეიცვლება"- გიგი უგულავა

18 თებერვალი 2021, 11:05 967 ნახვა

ვიქნებით მტკიცე, თუ უნდათ სპეცრაზმით მოვიდნენ, მაინც არაფერი შეიცვლება. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ცალსახად ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ. ალბათ ხვდებით, რომ პოლიციასთან მშვიდობიანი მომლაპარაკებლები არ და ვერ იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს, სპეცრაზმის და ძალის მეთოდებით ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ პოლიციისა და სპეცრაზმის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს. ამ ვიტარებიდან ერთადერთი გამოსავალია, ნიკა მელია ციხეში არ წავა, რადგან დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება თავისუფლების დასამარებას ნიშნავს.

ნიკა მელიას დაპატირება ნიშნავს, რომ ჩვენ ფსიქოლოგიურად ვბარდებით რუსეთს. რეგიონში ჩვენ ვართ ყველაზე თავისუფალი ერი და ასეთად დავრჩებით. ამიტომ, ბევრი რამ დევს სასწორზე. ეს მარტო ერთი კაცის ამბავი და ერთი კაცის ისტორია არ არის. გამოსავალია მხოლოდ მოლაპარაკება, რასაც სპეცრაზმით არავინ აწარმოებს. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკური რეპრესიებით, ძალით ეს ვერ გადაწყდება. არამედ უფრო გაღრმავდება და კატასტროფული კრიზისის სახეს მიიღებს. ამიტომ, გამოსავალი მარტივია, რაც გააფუჭეს, თვითონვე გააკეთონ. გააღვიძონ მოსამართლე, შეცვალონ გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ვისაუბროთ რიგგარეშე არჩევნებზე. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი და ვინ გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი