"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები გამოჩნდნენ

18 თებერვალი 2021, 09:29 841 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები შენობასთან რამდენიმე  წუთის წინ გამოჩნდნენ.

პოლიციის თანამშრომელმა  განაცხადეს, რომ ისინი აქ სასამართლოს განჩინების აღსასრულებლად მივიდნენ.

სამართალდამცველები მხარდამჭერებს მოუწოდებენ გაათავისუფლონ შენობის შესასვლელი და მისცენ მათ განჩინების აღსრულების საშუალება.

აქციის მონაწილეები ჯერჯერობით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შესვლას ვერ ახერხებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი