ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლე სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. თითქმის 4 საათიან სასამართლო სხდომაზე, რომელსაც თავად ბრალდებული არ ესწრებოდა, ადვოკატები პროკურორს კითხვებს უსვამდნენ.
უფლებადამცველებს აინტერესებდათ ჰქონია თუ არა საგამოძიებო უწყებას მსგავსი შემთხვევა, როდესაც გირაოს პირობების დარღვევის შემდგომ ბრალდებულს კვლავ გირაო შეეფარდა. რის პასუხადაც მიიღეს, რომ გადაწყვეტილება ადვოკატების მხრიდან არ გასაჩივრებულა.
პროკურორმა სასამართლო პროცესზე, მელიას სხდომათა დარბაზში გამოცხადების შუამდგომლობაც დააყენა. ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.