საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ხვალ ისრაელში გრანდ სლემზე იასპარეზებს

17 თებერვალი 2021, 19:25 1064 ნახვა

ისრაელის ქალაქ თელ-ავივიში 18-დან 20 თებერვლის ჩათვლით ძიუდოს გრან სლემი გაიმართება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირზე ჯამში 16 სპორტსმენით იასპარეზებს. 13 ძუდოისტი მამაკაცთა, ხოლო 3 ქალთა კატეგორიაში გამოვა.

-60კგ - თემურ ნოზაძე, -66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი, ზვიად ბაზანდარაშვილი, -73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, -81კგ - ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი, -90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური, -100კგ - ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე, +100კგ - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, -52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, -57კგ - ეთერ ლიპარტელიანი.

ხვალ ტურნირეზე სულ 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. კაცებში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე გამოვა. 66 კგ-ში კი ბაგრატ ნინიაშვილი და ზვიად ბაზანდარაშვილი იჭიდავებენ. ქალებში კი 52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი და მარიამ ჯანაშვილი შეეცდებიან მედლის მოპოვებას.

18 თებერვალს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათზე, 19 და 20 თებერვალს -12:30 საათზე, ფინალური ბლოკი კი სამივე დღეს 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და გერმანიის ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრებები ორი კვირის განმავლობაში ერთობლივ შეკრებას ყვარელში გადიოდნენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში