ქობულეთში გარდაცვლილი მოზარდის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

17 თებერვალი 2021, 15:28 1000 ნახვა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ბაბუას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 76 წლის მამაკაცს არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებენ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ  აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი, მხარეებთან ერთად განიხილა.  ბრალდებულმა დანაშაული ორივე ეპიზოდში აღიარა. 

შემდეგი სხდომა 6 აპრილსაა ჩანიშნული. 

საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი 23 წლის მამაკაცი, რომელსაც გამოძიება არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი