პოლიციამ დააკავა ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლა, ძალადობის მუქარით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. გამოძიების თანახმად, მათ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ცნობისთვის, მედიაჰოლდინგ “კვირას” გადამღები ჯგუფის წევრებს მათთვის უცნობი პირები თავს დაესხნენ რეპორტაჟის მომზადების დროს. გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით მიმდინარეობს.