ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, საქართველოში ქალთა კონფერენცია ჩატარდეს, რომელიც რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტისა და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში არსებული მდგომარეობა, ევროკავშირისა და ეუთოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა და საქართველოს საარჩევნო სისტემა.