ბათუმში მეორეკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

16 თებერვალი 2021, 13:05 2452 ნახვა

ბათუმში, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია დაწყებითი კლასის მოსწავლე. მას კოვიდი გუშინ საღამოს დაუდგინდა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ტემპერატურა დაუფიქსირდა და ვირუსზე კვლევა ჩაუტარდა. 

დირექტორის განცხადებით, ბავშვი 11 თებერვლის შემდეგ სკოლაში არ ყოფილა. მარიზა აბაშიძის განცხადებით, ინფიცირებულები არიან ოჯახის წევრებიც.

გუშინ, კორონავირუსის დაუდასტურდა მე-14 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი