რა შენი ხელფასიდან გირაოს გადამიხდი, აგიღებ და ჩემი ხელით გამოგიყვან მაგ პარლამენტიდან - მელია ელისაშვილს

16 თებერვალი 2021, 12:37 1138 ნახვა

,,ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო  პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან'' - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მზადაა თავისი ხელფასი ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად გადაურიცხოს.

ნიკა მელია ამბობს, რომ არ სჭირდება, ვინმემ გირაო გადაუხადოს.

„ალეკო ახლა ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან იმ პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ ახლა, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განმარტებით, ვინც მის ნაცვლად გირაოს გადაიხდის, სუს-ის აგენტი და გავრილოვის მხარდამჭერი იქნება.

ალეკო ელისაშილმა დღეს აღნიშნა, რომ მზად არის, საკუთარი ხელფასით ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში