გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს

16 თებერვალი 2021, 11:48 917 ნახვა

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი ბე-1 525 აღმოაჩინეს. ვირუსის მუტაცია ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოავლინეს. ახალი შტამი ბრიტანეთში დაფიქსირებული 32 შემთხვევის გარდა, კიდევ ათამდე ქვეყანაშია გავრცელებული. მათ შორის, დანიაში – 35, ნიგერიაში – 12, აშშ-სა და საფრანგეთში 7-7. ასევე ხუთზე ნაკლებია განაში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიასა და ესპანეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი