ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 60 პაციენტი.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკაში 152 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 38, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 პირი.
კლინიკურსასტუმროებში 102 პაციენტი მკურნალობს, საკარანტინო სივრცეებში კი მოთავსებულია 44 მოქალაქე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 112 პირი, აჭარაში - 609.