ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

14 თებერვალი 2021, 13:16 555 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში 2  ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი  – თად მაკფადენი და ახალი მოთამაშე კონერ ფრენკამპი მოხვდნენ.  ეროვნულ ნაკრებს დაეხმარებიან ახლახან სერბულ “ბორაცში” გადასული დუდა სანაძე და ესპანური “გრან კანარიას” წევრი ბექა ბურჯანაძე.

სერბეთთან და ფინეთთან ითამაშებს გიორგი შერმადინიც, თუმცა საქართველოს ნაკრებს ტრამვის გამო ვერ დაეხმარება გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია. ჩვენი ნაკრები  19 თებერვალს  სერბეთს, ხოლო   21 თებერვალს ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრები თბილისში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში