საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ახალი ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე ჰყავს. საუბარია 25 წლის კონერ ფრენკამპზე რომელიც ესპანურ ‘’მურსიაში’’ ასპარეზობს და ლიგა ენდესაში საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს.
ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ბურგოსელი თად მაკფადენი თამაშობდა. ახალი ლეგიონერი, 25 წლის ფრენკამპი კი, უცხოური სააგენტოს ინფორმაციით ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს უკვე თებერვლის საკვალიფიკაციო მატჩებში სერბეთისა და ფინეთის წინააღმდეგ დაეხმარება.