13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს

12 თებერვალი 2021, 11:31 258 ნახვა

განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს.

''ბათუმის, ქობულეთის, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის,  ფოთის, მარნეულის და გორის სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა მშობელმა აირჩიოს სწავლების მოდელი. მხოლოდ ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის მთლიანობაში დაახლოებით 297 767 მოსწავლე, 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის“- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. 

''თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში 15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში იწყება. სამინისტრომ განახლებული რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციას გადაუგზავნა. სკოლები ვალდებულნი არიან ინფორმაცია მიაწოდონ მშობლებს და დააორგანიზონ სასწავლო პროცესი სკოლებში. 

სახელმწიფოს  მხრიდან მიღებულია  გადაწყვეტილება, მეხუთედან  მეთორემტე კლასის ჩათვლით, მოსწვალეებმა ატარონ პირბადე. პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან.

რაც შეეხება მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალის ტესტირებას. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ყველა მასწავლებელი და სკოლის პერსონალი  ორ კვირაში ერთხელ გაიტესტება'' - განაცხადა მინისტრმა. 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში